ჩვენ შთავაგონებთ ადამიანებს ყველგან, დაუკავშირდნენ თავიანთ ოჯახებს—თაობებს.

FamilySearch -ის ოფისი, ლეხი, იუტა, აშშ
ყველასთვის უფასო
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ყველასთვის, ტრადიციების, კულტურისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, უფასოდ უზრუნველყოფს FamilySearch-ის მომსახურებას. FamilySearch-ის რესურსები ეხმარება მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, აღმოაჩინონ თავიანთი მემკვიდრეობა და დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს.
რას ვაკეთებთ?
ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, აღმოაჩინონ თავიანთი ოჯახის ისტორი�� ჩვენი ვებგვერდის, მობილური აპლიკაციებისა და პირადი დახმარების საშუალებით 5000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახური ისტორიის ცენტრში.

გლობალური თანამშრომლობა
FamilySearch ეძღვნება მნიშვნელოვანი ოჯახური ჩანაწერების შენარჩუნებასა და მათ თავისუფლად წვდომას ონლაინ რეჟიმში, ადგილობრივი კანონმდებლოფის გათვალისწინებით. ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ 10 000-ზე მეტ ორგანიზაციასთან 100-ზე მეტ ქვეყანაში. FamilySearch ყოველთვის ცდილობს, დაიცვას ადგილობრივი კანონმდებლობა.


















