ხშირად დასმული შეკითხვები
გაეცანით FamilySearch-ს, მსოფლიოში უდიდეს, უფასო ოჯახური ისტორიის რესურსს.

ზოგადი ინფორმაცია
FamilySearch არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ყველას საკუთარი ოჯახის ისტორიის აღმოჩენაში. ის გთავაზობთ უფასო წვდომას გენეალოგიურ ჩანაწერებზე, ოჯახურ ხეებსა და სხვა რესურსებზე. FamilySearch უნიკალურია, რადგან ის არის უფასო და, ამავდროულად, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ყოვლისმომცველი გენეალოგიური ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს მოხალისეთა გლობალური ქსელი, რომლებიც ეხმარებიან ისტორიული დოკუმენტების ინდექსირებასა და შენახვაში.
FamilySearch International არის მსოფლიოს უდიდესი არაკომერციული გენეალოგიური ორგანიზაცია, რომელსაც აფინანსებს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია. 125 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აგროვებდა, ინახავდა და აზიარებდა გენეალოგიურ ჩანაწერებს. მილიონობით ადამიანი იყენებს მის უფასო რესურსებს ონლაინ, FamilySearch.org-ზე და129 ქვეყნის 6,500-ზე მეტ FamilySearch ცენტრში, მათ შორის იუტას შტატის ქალაქ სოლთ-ლეიქ სითის ბიბიოთეკაში.
დიახ, FamilySearch-ის გამოყენება სრულიად უფასოა. ორგანიზაცია უზრუნველყოფს თავისუფალ წვდომას გენეალოგიურ ჩანაწერებზე, ოჯახურ ხეებისა და სხვა რესურსების უზარმაზარ კოლექციაზე. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარიში, ოჯახური ხე და მიიღოთ წვდომა ჩანაწერებზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე.
დიახ, FamilySearch ცდილობს დაეხმაროს ადამიანებს ყველგან, რომ დაუკავშირდნენ თავიანთ ოჯახურ ისტორიას. ის ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და მრავალ ენაზე. ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაციები ხელმისაწვდომია 40-ზე მეტ ენაზე, მათ შორის ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ, იაპონურ და მრავალ სხვა ენაზე.
წვდომა და სისტემაში შესვლა
საუკეთესო გამოცდილების მისაღებად, უნდა შეხვიდეთ სისტემაში. მრავალი მთავარი ფუნქცია თქვენგან საჭიროებს სისტემაში შესვლას, მაგრამ მათზე წვდომა სრულიად უფასოა. თუმცა, ვებ-გვერდის ბევრ ფუნქციაზე წვდომისათვის სისტემაში შესვლა საჭირო არ არის, მათ შორის აღნიშნულ რესურსებზე:
FamilySearch Catalog: მოძებნეთ ისტორიული ჩანაწერები თქვენი გენეალოგიური კვლევის დასახმარებლად.
FamilySearch Research Wiki: წვდომა დახმარებისა და სასწავლო რესურსებზე FamilySearch-ის ხელსაწყოებისა და ტერმინოლოგიის შესახებ.
ყველაფერი ჩემ შესახებ: აღმოაჩინეთ ფაქტები თქვენი სახელისა და დაბადების წლის მოვლენების შესახებ
FamilySearch-ის ვებ-გვერდზე მეტი ფუნქციის გამოსაყენებლად, სისტემაში შესასვლელად მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
გადადით FamilySearch.org-ზე და დააჭირეთ ღილაკს სისტემაში შესვლა.
აირჩიეთ თქვენი არსებული Google, Facebook, Apple ან ეკლესიის (უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის) ანგარიში სისტემაში შესასვლელად.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ შექმნათ მომხმარებლის სახელი და პაროლი.
ანგარიშის აღდგენის ვარიანტებისთვის შეიყვანეთ ელ.ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი.
დაეთანხმეთ გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, შემდეგ დააჭირეთ ღილას დასრულება.
თქვენი ანგარიშის გასააქტიურებლად, მიჰყევით თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე ან მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილ ინსტრუქციებს.
თქვენ შეგიძლიათ FamilySearch-ზე წვდომა იქონიოთ ყველგან, Apple App Store-დან ან Google Play Store-დან Family Tree-ის (ოჯახური ხის), Memories-ის (მოგონებების) ან Get Involve-ის აპლიკაციების ჩამოტვირთით. აპლიკაციის დაყენების შემდეგ, გახსენით ის და შედით თქვენი FamilySearch ანგარიშით.
დიახ, FamilySearch-ისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლის კონფიდენციალურობა და მონაცემთა უსაფრთხოება, შესაბამისად თქვენი ინფორმაციის დასაცავად მკაცრი ზომები გამოიყენება. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენ მონაცემებს მაქსიმალური სიფრთხილით დაამუშავებენ.
დაწყება და დახმარება
საიდან დაიწყებთ დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რა შედეგის მიღწევა გსურთ. აქ მოცემულია რამდენიმე ვარიანტი, რომელიც დაგეხმარეათ დაწყებაში:
შექმენით ოჯახური ხე: დაიწყეთ თქვენი უახლოესი ოჯახის წევრების შესახებ უკვე ცნობილი ინფორმაციის შეყვანით. შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ FamilySearch-ის უზარმაზარი მონაცემთა ბაზა დამატებითი ჩანაწერების მოსაძებნად და თქვენი ოჯახური ხის გასაფართოებლად.
იპოვეთ წინაპრები ისტორიულ დოკუმენტებში: გამოიყენეთ FamilySearch-ის ძიების ფუნქცია მილიარდობით ჩანაწერის დასათვალიერებლად, მათ შორის დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების, მოსახლეობის აღწერისა და სამხედრო ჩანაწერების.
შეინახეთ ოჯახური ფოტოები და ისტორიები: გამოიყენეთ მოგონებების ფუნქცია ფოტოების, ისტორიებისა და დოკუმენტების ასატვირთად.
მიიღეთ პერსონალური დახმარება: დაგეგმეთ უფასო კონსულტაცია FamilySearch-ის ექსპერტთან, რათა მიიღოთ პერსონალური დახმარება.
თუ FamilySearch.org-ის გამოყენებისას ტექნიკურ პრობლემებს წააწყდებით, FamilySearch-ის დახმარების ცენტრი გთავაზობთ უამრავ რესურსს, მათ შორის სტატიებს, სასწავლო მასალებისა და ხშირად დასმულ შეკითხვებს, რათა დაგეხმაროთ პრობლემის მოგვარებაში. თუ დამატებითი დამხარება გჭირდებათ, პერსონალური დახმარებისთვის ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ FamilySearch-ის მხარდაჭერის გუნდს.
ხელმისაწვდომია რამდენიმე რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ გენეალოგიური კვლევის ჩატარებაში, მათ შორის, ონლაინ ვიდეოები ადგილობრივი FamilySearch ცენტრები, და ონლაინ კონსულტაციები. FamilySearch-ს აქვს საინფორმაციო ბლოგები და ღონისძიებები, რომლებიც გენეალოგიური უნარების მრავალფეროვნებას ასწავლის. ეს უფასო რესურსები დაგეხმარებათ დაადგინოთ, რა ტიპის დახმარება დაგჭირდებათ თქვენი ოჯახის ისტორიის კვლევაშიმაქსიმალური შედეგისმისაღრწევად.
თქვენი ოჯახური ხის შესახებ მეტის გაგებით, თქვენ უკეთ შეიცნობთ, ვინ ხართ და როგორ იცხოვროთ უკეთესი ცხოვრებით. გენეალოგია დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი იდენტობა, დაუკავშირდეთ წინაპრებს და მათი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღებით მდგრადობა განავითაროთ. ის თანაგრძნობას უწყობს ხელს, აძლიერებს ოჯახურ კავშირებს და ზრდის თვითშეფასებას, რადგან გეხმარებათ იმის გაგებაში თუ როგორ ხართ უფრო დიდი ისტორიის ნაწილი.
FamilySearch წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორის ყოველწლიურ RootsTech ღონისძიებას, მსოფლიოში უდიდეს ოჯახური ისტორიის კონფერენციას, რომელიც ყოველწლიურად იმართება როგორც პირისპირ, ასევე ვირტუალური დასწრებით. FamilySearch ასევე გთავაზობთ რეგულარულ ვებინარებსა და გაკვეთილებს სხვადასხვა გენეალოგიურ თემებზე მთელი წლის განმავლობაში.
ვერ იპოვეთ ის, რასაც ეძებდით?
ეწვიეთ ჩვენს დახმარებისა და სასწავლო ცენტრებს ან დაგვიკავშირდით შეკითხვებისთვის.
წაიკითხეთ მეტიშექმენით უფასო ანგარიში
შეინახეთ თქვენი ოჯახური ხის ინფორმაცია და მიიღეთ პერსონალური მინიშნებები თქვენი წინაპრების შესახებ.